15:25:13     19-09-2024
"ფოტოების დადება თვითონ ჯაინმა სთხოვა" - ახალი დეტალები კესარიას სასტიკ მკვლელობაზე
კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – "პირველებთან" საუბრისას აბრამიძის მეგობარი იხსენებს, რომ ტრანსგენდერ ქალს შეყვარებულმა თავად სთხოვა სოციალურ ქსელში ფოტოების განთავსება. როგორც ცნობილია, ისინი დაშორებულები იყვნენ და ბექა ჯაიანი აღნიშნული მეთოდით ცდილობდა პარტნიორის შერიგებას:
"ფეისბუკზე ფოტოების დადება თვითონ მკვლელმა. სთხოვა იმ მზინით, რომ ბოლო პერიოდში იყვნენ დაშორებულები, დაახლოებით ერთი კვირის, ეს არ ირიგებდა, რა თქმა უნდა და იმან გამოუცხადა, რომ დადე ჩემი ფოტოები, მე ვაპირებ შენთან დაქორწინებას, ოჯახის შექმნასო. დააჯერა ეს და ამანაც დადო ფოტოები. ადრეც იყო ძალადობის ფაქტები. ჩვენ, უახლოესი მეგობრები წინააღმდეგები ვიყავით ამ ურთუიერთობის, მაგრამ ბოლოს უკვე იმდენად შეურაცხადი იყო ჩემი მეგობარი, რომ ვერაფერს ვერ ვაგებინებდით. ძალიან შეყვარებული იყო. ის აჯერებდა ყველაფერს", - ამბობს კესარიას უახლოესი მეგობარი.