"ვერ მომკლავს, ვუყვარვარო..." – კესარია აბრამიძის მეზობელი გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე "ვერ მომკლავს, ვუყვარვარო..." – კესარია აბრამიძის მეზობელი გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე /> "/> " />


  15:17:34     19-09-2024

"ვერ მომკლავს, ვუყვარვარო..." – კესარია აბრამიძის მეზობელი გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე

1726744978a1726731850.jpg

კესარია აბრამიძე გასულ ღამეს მოკლეს – ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი პარტნიორი 27 წლის ბექა ჯაიანაია. 

სასტიკი მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ახლობლები და მეზობლები კესარია აბრამიძისა და ჯაიანის ურთიერთობას იხსენებენ. ერთ–ერთი მეზობლის თქმით, აბრამიძეს აქვს ნათქვამი, რომ მას ჯაიანი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ის ასევე აცხადებს, რომ ყოფილა აბრამიძეზე ჯაიანის მხრიდან მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის თვითმხილველიც. 

ჯაიანი მკვლელობის ჩადენიდან ცხელ კვალზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

 


ავტორი: presa.ge