საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს />


  11:22:58     18-09-2024

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

17266442645_RELEASE_825x465.jpg

საქართველოს ბანკი  სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას  განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

 

ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი. იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა  კაპიტალი მოიზიდონ. იგი ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ  უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა  ვენჩერული კაპიტალის ფინანსური ჰაბები.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია სტარტაპ გრაინდ სინგაპურის, დუბაისა და იაპონიის დირექტორების მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირებისა და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ.

 

დისკუსიის შემდეგ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ინოვატორებსა და ინვესტორებს ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ღონისძიება 18 სექტემბერს 18:00 საათზე, თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34 ნომერში ჩატარდება.  ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:  

https://www.startupgrind.com/e/m4tv5u/

 

 


ავტორი: R