თრუსოს ხეობა, ფული და "დამოუკიდებლობა" – კოკოითის მოთხოვნები საქართველოს რუსულ ხელისუფლებას თრუსოს ხეობა, ფული და "დამოუკიდებლობა" – კოკოითის მოთხოვნები საქართველოს რუსულ ხელისუფლებას /> "/> " />


  17:17:15     17-09-2024

თრუსოს ხეობა, ფული და "დამოუკიდებლობა" – კოკოითის მოთხოვნები საქართველოს რუსულ ხელისუფლებას

17265791968.jpg

ივანიშვილის გამოსვლას, რომ "ოს დებსა და ძმებს" ბოდიში უნდა მოვუხადოთ,  ოკუპირებულ ცხინვალში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ბოდიშის მოხდა მათთვის საკმარისი არ იქნება. სეპარატისტების ყოფილი "ლიდერი" რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ოკუპირებული რეგიონის "პრეზიდენტი" იყო, დამატებით ტერიტორიებს ითხოვს თრუსოს ხეობის სახით, ასევე ფულს და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. 

"პირველ რიგში საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიას, ამავდროულად დააყენოს თრუსოს ხეობის დაბრუნების საკითხი, რომელიც საქართველოს მიერაა ოკუპირებული", – წერს კოკოითი ტელეგრამზე.


ავტორი: presa.ge