17:09:27     17-09-2024
მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა
მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება.
თუმცა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიკრიბოს.
„მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი, შეიძლება, შეიკრიბოს. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.