17:05:23     17-09-2024
რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძეს, სასამართლომ 4–წლიანი პატიმრობა შეუფარდა
4-წლიანი პატიმრობა პროტესტისთვის - რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძის მიმართ საქალაქო სასამართლომ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი ზომა გამოიყენა. თავად მსჯავრდებული მის მიმართ წარდგენილ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავეს არ ცნობს. მოსამართლე ჯინჯოლიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
შანიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა სწორედ მისი კრიტიკული პოზიციისა და აქტიურობის გამო სამაგალითოდ დასაჯეს.
პოლიციამ გიორგი შანიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).