14:10:11     09-09-2024
პორტუგალიაში ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა
პორტუგალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ–ერთი საპატიმრო დაწესებულებიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია.
პატიმრების ასაკი 33 წლიდან 61 წლამდე მერყეობს და მათგან ოთხის მიმართ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია ამოქმედებული.
გაქცეულებს დახმარება გარედან აღმოუჩინეს, საქმეში კიდევ სამი ეჭვმიტანილი და ორი ავტომობილი ფიგურირებს.
მედია წერს, რომ გაქცეული ქართველი გვარად შერგილ ფარჯიანი, 40 წლის კაცი, რომელიც 5-წლიან სასჯელს იხდიდა. მასთან ერთად გაქცეულები არიან ორი პორტუგალიელი, ბრიტანელი და არგენტინელი.