თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება />


  14:18:58     03-09-2024

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

1725358837TEDxYouth-თიბისი.png

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ გაიმართება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.

TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.

მარიამ გულედანის გამოსვლის თემაა: არა უშავს, თუ არ იცი, რა გინდა. „მე ვარ მარიამ გულედანი, 20 წლის, ქოფირაითერი. მიყვარს მუსიკა (ყველაფერზე მეტად), დრამზე დაკვრა და წერა. დრამზე რამდენიმე წელია რაც ვუკრავ. წერით კიდე, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ვწერ ყველაფერს: ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს და რავი, მართლა ყველაფერს. რა მინდა? ეგ რთული ამბავია. აი ახლა, ამ მომენტში რედბულის დალევა მინდა :)) მაგრამ უფრო ფილოსოფიურად თუ ვუპასუხებ, მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო ცხოვრებაში, ადამიანებს ჩემი სიკვდილის მერეც რომ ვახსოვდე. ცოტა ნაკლებად ფილოსოფიურად - ყველა იმ ბენდის/არტისტის ლაივზე მინდა მოვხვდე, რომელიც მიყვარს”.

გიორგი ძირკველიშვილი მსმენელებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას თემაზე: “ის უნდა აკეთო რაც შენ გინდა” - ყველაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში. “მე ვარ გიორგი ძირკველიშვილი Software Engineer და ლექტორი. ჩემი ინტერესების სფერო დიდწილად უკავშირდება სპორტის თამაშს, ყურებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და მოგზაურობას. სიამოვნებას მანიჭებს ახალი ადგილების აღმოჩენა და მეგობრებთან ერთად მოგონებების დაგროვება”.

ელენე ჭელიძის გამოსვლის თემაა: ძიება არასდროს გაჩერებს, სწორედ მისი სურვილი არ გაძლევს გაჩერების უფლებას. „ელენე ჭელიძე, 25 წლის. მარკეტერი და კონტენტ მენეჯერი. ვმუშაობ 18 წლიდან, რადგან ყოველთვის მინდოდა გზის პოვნა, რომელიც ჩემი შემოქმოდებისა და აზრების რეალობად გადაქცევაში დამეხმარებოდა. კრეატული აზროვნება ხშირად მეხმარება, რაღაცები სხვანაირად და ახლებურად დავინახო, დავაკავშირო ერთმანეთთან თითქოს ერთმანეთთან არაფერ შუაში მყოფი ემოციები, აზრები, იდეები, გამოცდილებები. არასდროს მინდოდა გავზრდილიყავი, ამიტომ ახლაც მაქვს შენარჩუნებული ბევრი ბავშვური თვისება, რომელიც მეხმარება სილაღის შენარჩუნებაში და პატარ-პატარა წვრილმანებით ბედნიერების მიღებაში”.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.

შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

 


ავტორი: R