„გიპოვის ის, ვინც გეძებს“ - საქართველოს ბანკმა Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო „გიპოვის ის, ვინც გეძებს“ - საქართველოს ბანკმა Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო />


  11:36:17     20-08-2024

„გიპოვის ის, ვინც გეძებს“ - საქართველოს ბანკმა Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო

17241396701920x1080.png

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, საქართველოს ბანკმა შეთავაზებების განახლებული პლატფორმის, Ads მენეჯერის საკომუნიკაციო კამპანია წამოიწყო. „გიპოვის ის, ვინც გეძებს“ კამპანიის სლოგანია და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ თუ როგორ გამოაქვეყნონ შეთავაზებები საქართველოს ბანკის იმ ციფრულ არხებში - მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge, რომელშიც 1 500 000-მდე მომხმარებელი ერთიანდება და ამა თუ იმ სერვისსა თუ პროდუქტზე ფასდაკლებას, ქეშბექს ან პლუს ქულების აქციას ეძებს. ეს არხებია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და offers.bog.ge.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის გუნდის წევრები როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ შეხვედრებს გამართავენ და ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელს Ads მენეჯერის პრაქტიკულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

 „უკვე ერთი წელია, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ვქმნით შეთავაზებების ყოვლისმომცველ პლატფორმას,  Ads მენეჯერს, რომლის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ, ახალი მომხმარებლები მოიზიდონ, გაყიდვები გაზარდონ და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ. ვამაყობთ, რომ აღნიშნული პლატფორმა რეგიონში უპრეცედენტოა და მისი მეშვეობით ბიზნესებს ეფექტიანი კამპანიების შექმნისა და გაშვების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც მთავარია, შეუძლიათ, კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას მიწვდნენ. „გიპოვის ის, ვინც გეძებს“ ზუსტად ასახავს პლატფორმის არსს, რადგან ერთი მხრივ, არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ კონკრეტული პროდუქტით ან სერვისით სარგებლობა, მეორე მხრივ კი ამ ყველაფრის მიწოდება ბიზნესებს სწორედ Ads მენეჯერით შეუძლიათ. პლატფორმა მუდმივად ახლდება, ემატება ფუნქციონალები, ჩვენ კი არ ვჩერდებით და საინფორმაციო შეხვედრებითა თუ სხვა აქტივობებით მცირე და საშუალო ბიზნესებს მიზნების შესრულებაში ვეხმარებით“, - ამბობს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან და შექმენით მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.


ავტორი: R