13:34:35     19-08-2024
დროებით გადახურული გელათი და შვებულებაში გასული კომიტეტი – "ალბათ ესეც სტიქიას დაბრალდება"
დროებითი გადახურვა პირველივე ქარის დროს..
ალბათ ესეც "სტიქიას" დაბრალდება..
კომიტეტი შვებულებაშია სიცხის გამო.. - წერს სოციალურ ქსელში "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი და გელათის სამონასტრო კომპლექსის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.
შეგახსენებთ, გელათი უკვე თვეზე მეტია მომლოცველებისთვის დახურულია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.