13:30:41     19-08-2024
"ოცნებამ" რეგიონებში არჩევნები იმ მერებს ჩააბარა, რომელთა საქმიანობაზეც აუდიტმა მასალები პროკურატურას გადაუგზავნა
ქართული ოცნება რეგიონული რესურსის მობილიზებას იმ მერებს ავალებს, რომელთა მუნიციპალური უწყებების შესახებ საქმეები მთავარ საგამოძიებო უწყებაშია. საუბარია სულ 9 მუნიციპალიტეტზე, სადაც გამოვლენილი დარღვევები იმდენად მძიმე კატეგორიის აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურმა 2024 წლის პირველ კვარტალში გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და საქმეები სავარაუდოდ თაროზეა შემოდებული.
"მერები, რომელთა საქმიანობაც აუდიტის სამსახურმა შეაფასა, რომ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, გადაიგზავნა პროკურატურაში. ეს არის ზესტაფონის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალციხის და ა.შ.
ამ მერებს ქართულმა ოცნებამ ადგილებზე ჩააბარა არჩევნები. ჩვენ მივიღეთ ის, რომ არჩევნებს ჩაატარებენ მერები, რომელთა მუშაობაზეც მიმდინარეობს გამოძიებები და შესაბამისად, ეს ადამიანები არიან ძალიან მოწყვლადები, ანუ მათ თავზე კიდია სისხლის სამართლის საქმე და რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი, ახლა ორმაგად იმუშავებენ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ დაიჭიროს" ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე.