11:21:40     08-08-2024
"ყოველი დღე უნდა იყოს ხსოვნის დღე და ყოველი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს დეოკუპაციისკენ" – ანიტა ჯოჯუა
ფოთის საკრებულოს ფრაქცია”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუა რუსული აგრესიისა და აგვისტოს ომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"რუსულ აგრესიას 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს ღამით დაიბომბა. ყოველი დღე უნდა იყოს ხსოვნის დღე და ყოველი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს დეოკუპაციისკენ. „აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში.
მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს მატიანეში.
დიდება თქვენს სახელს! მადლობა ბიჭებო და მარადიული არ დავიწყება თქვენს ხსოვნას", – წერს ანიტა ჯოჯუა.