18:02:09     07-08-2024
"ჭიდაობაში ასეთი სამარცხვინო ნაკრები ისტორიაში არ ჰყოლია საქართველოს...26 ოქტომბრის შემდეგ ამ გარეწრების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს"
სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ასტამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
"ჭიდაობაში ასეთი სამარცხვინო ნაკრები ისტორიაში არ ჰყოლია საქართველოს.
ჯერ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 6 წონითი კატეგორიიდან მხოლოდ 3 ლიცენზია მოიპოვა ნაკრებმა. ესეიგი, სამ წონაში 16 კაცში ვერ მოხვდა ვერავინ. ოლიმპიადაზე გასულებიდან კი ორი პირველივე წრეში დამარცხდა სრულიად სამარცხვინოდ, ერთმა ჯახირით გადალახა პირველი ეტაპი და მეორე წრეში მანაც უსუსურად წააგო.
ეს არის ზონდერი ძმების - გეგა და ლადო გეგეშიძეების მრავალწლიანი "მოღვაწეობის" შედეგი ჭიდაობის ფედერაციაში. გეგა ფედერაციის პრეზიდენტია, ლადო - ბერძნულ-რომაული ნაკრების მწვრთნელი. გარდა იმისა, რომ კორცხელის დარბევის ორგანიზატორები იყვნენ და ლადო (ფოტოზე ხელებს რომ შლის) უშუალოდ ხალხის ცემაში მონაწილეობდა, როგორც დასაბუთებულად ამბობენ, ფულსაც მაგრად ხრავენ ფედერაციაში. სუფთა სპორტული თვალსაზრისით კი ასეთი სამარცხვინო შედეგი არასოდეს ჰქონია საქართველოს ჭიდაობაში.
გუშინ ერთი კომენტარი ვნახე, ოლიმპიადისთვის ბიჭები არ ჰყავთ ფორმაში, სამაგიეროდ 26 ოქტომბრისთვის ნახეთ როგორ მოამზადებენ ხალხის საცემადო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც გეგეშიძეები ამდენი წელია ფედერაციას მართავენ, არის ის რომ არიან ზონდერები. ამიტომ, სხვა ბევრთან ერთად, 26 ოქტომბრის შემდეგ ამ გარეწრების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. მერე რომ არ გადაპორტირდნენ, ამიტომ ვწერ, არ დავივიწყოთ არავინ", – წერს გიორგი ასტამაძე.