17:57:41     07-08-2024
რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველომ 380 მილიონი ლარის დაფინანსება დაკარგა
რა დაკარგა ქვეყანამ "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის გამო - "რუსული კანონის" მიღებიდან 3 თვის თავზე, "რადიო თავისუფლებამ" შეაჯამა რომელი ქვეყნებიდან რა ოდენობის დახმარებას ვეღარ მიიღებს საქართველო. აშშ-ის, ევროკავშირისა და დანიის შეჩერებული პროგრამების ღირებულება ამ ეტაპზე 380 მილიონ ლარს აჭარბებს.
უფრო კონკრეტულად - დანიამ 28 მლნ ლარის დახმარება შეაჩერა, ევროკავშირმა - 88.5 მილიონი ლარის, აშშ-მ 265 მილიონი ლარის. გარდა ამისა, გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ წყვეტენ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
"რადიო თავისუფლება" ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის 90-იან წლებში უცხოურ დახმარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად, 1995 წელს, ქაოსში ჩაფლული ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი სწორედ უცხოურ დახმარებაზე მოდიოდა. რეკორდული რაოდენობის უცხოური დახმარება შევიდა საქართველოს ბიუჯეტში 2008 წლის ომის შემდეგაც.