გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდა – გადაწყვეტილება უკვე მიღებულია გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდა – გადაწყვეტილება უკვე მიღებულია />


  22:29:52     06-08-2024

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდა – გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

17229691637.jpg

ქართული სპორტული პორტალის, Leadersport-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათში გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდება.

გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და მის საბოლოო შესრულებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია. საქმეში ასევე ჩართულია მერაბ ჟორდანიაც, რომელიც გამოცემასთან ამბობს, რომ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ბევრს ვერაფერს იტყვის.

"დიახ, ამ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ვიცი, მაგრამ ბევრსაც ვერაფერს გეტყვით. სჯობს, გიორგი მამარდაშვილის აგენტს დაუკავშირდეთ" - ამბობს ჟორდანია Leadersport-თან.

მათივე ცნობით, "ლივერპული" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაუხდის ვალენსიას, თუმცა ამ თანხაში არ შევა დამატებითი ხარჯები.

Leadersport აღნიშნავს, რომ ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის ბორნუთში გაატარებს, 2025 წლიდან კი ლივერპულის პირველი მეკარე იქნება. რაც შეეხება ლივერპულის ახლანდელ მთავარ მეკარეს, ალისონ ბეკერს, ის ერთი სეზონის შემდეგ საუდის არაბეთში გააგრძელებს თამაშს.


ავტორი: presa.ge