"რუსული კანონის" შედეგები – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას აშშ–მა დაფინანსება შეუჩერა "რუსული კანონის" შედეგები – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას აშშ–მა დაფინანსება შეუჩერა /> "/> " />


  14:08:23     06-08-2024

"რუსული კანონის" შედეგები – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას აშშ–მა დაფინანსება შეუჩერა

17229391645.JPG

"ვწუხვარ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება" - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის გამოყოფილი დაფინანსების შეწყვეტას. 

ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის იმავდროულად, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი გარკვეული ინიციატივები, რომლის განხორციელებაც ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება ყველა ურთიერთობა და მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის, ყველა ამის მსურველ ადამიანს, მოესპობა", - ამბობს სარჯველაძე.


ავტორი: presa.ge