იშვიათი ჯიშის გაჩეხილი წიფელი და ინერტული მასალის აქტიური გატანა მწვანე ტბის მიმდებარედ – მორიგი ეკოლოგიური ზიანი გარემოს იშვიათი ჯიშის გაჩეხილი წიფელი და ინერტული მასალის აქტიური გატანა მწვანე ტბის მიმდებარედ – მორიგი ეკოლოგიური ზიანი გარემოს />


  13:39:23     06-08-2024

იშვიათი ჯიშის გაჩეხილი წიფელი და ინერტული მასალის აქტიური გატანა მწვანე ტბის მიმდებარედ – მორიგი ეკოლოგიური ზიანი გარემოს

17229373802.jpg

საინიციატივო ჯგუფი "ხულო და მისი პერსპექტივები" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაღალმთიან აჭარაში ინერტულ მასალებს უკანონოდ მოიპოვებდნენ. მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის შემდეგ, ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა სოფელ დიდაჭარის ერთ-ერთ მთაზეც, ე.წ იაილების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯგუფის წევრის, ჯემალ საგინაძის განცხადებით, ადგილზე გაჩეხილია ალპური ზონის უნიკალური წიფელი, ხეების ნაწილი კი დაზიანებულია. ვინ ახორციელებს ინერტული მასალების ამოღებას უცნობია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მასალები გააქვს კომპანია "ნიუ როუდს", რომელიც ხულო ზარზმის გზის მშენებლობას ახორციელებს.

"მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ლოკაცია აღმოვაჩინეთ, საიდანაც გატანილია ინერტული მასალა, ასევე გაჩეხილია ალპური, იშვიათი ჯიშის წიფელი. დაზიანებულია ეკოსისტემა, აუცილებლად საჭიროებს სასწრაფოდ სპეციალისტების შეფასებას ადგილზე, რა ტიპის, რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა გარემოს. ასევე, არ ვიცით ვინ აწარმოებდა ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მოპოვებას ამ ინერტული მასალის და ვინ მოახდინა დაჩეხა ალპური წიფლის. შესაბამისად ნებართვების შესახებაც ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ ვრცელდება," - აცხადებს საინიციატივო ჯგუფი "ხულო და მისი პერსპექტივების" წევრი ჯემალ საგინაძე.


ავტორი: presa.ge