13:24:45     06-08-2024
შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება ავსტრიის მიერ ნაჩუქარი აპარატურით შესაძლებელი იყო?! – გეოლოგიური საფრთხეების უფუნქციო ლაბორატორია
17 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა – უძვირფასესი ტექნიკა, რომელიც საქართველოს ავსტრიამ გადასცა და რომელსაც ყველა გეოლოგიურ პროცესზე დაკვირვება შეუძლია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ინახება, მის გამოყენებას კი არავინ გეგმავს.
სპეციალისტების განმარტებით, მსგავს ტექნიკას შოვში მომხდარი ტრაგედიების თავიდან აცილება შეუძლია, თუმცა ფაქტია, ის დღემდე უფუნქციოა, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, ჩინოვნიკები და მეცნიერები კი ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.