17:01:16     02-08-2024
მარნეულში 4 წლის ბიჭს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს.
მათი ცნობით, მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში, 1 აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, გია ბიბილეიშვილი ადგილობრივ მედიასთან ამბობს: