შხამი, რომელსაც ბაზარში ყიდიან – სეს–ის განცხადებით ბოსტნეულის 11 ნიმუშში და ნესვში ნიტრატების დიდი შემცველობა აღმოჩნდა შხამი, რომელსაც ბაზარში ყიდიან – სეს–ის განცხადებით ბოსტნეულის 11 ნიმუშში და ნესვში ნიტრატების დიდი შემცველობა აღმოჩნდა />


  12:48:55     31-07-2024

შხამი, რომელსაც ბაზარში ყიდიან – სეს–ის განცხადებით ბოსტნეულის 11 ნიმუშში და ნესვში ნიტრატების დიდი შემცველობა აღმოჩნდა

17224158427.JPG

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა. უწყებამ ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს - ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვევს.

"სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.

კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა;

ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში - კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში", - წერია განცხადებაში.


ავტორი: presa.ge