13:13:39     07-09-2011
შემწვარი ბატი შინდით
მასალა:
ბატი ან იხვი
ხახვი - 4-5 ცალი
შინდის ჩურჩა - 400 გრამი
ერბო - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
გასუფთავებული, გარეცხილი, მარილწასმული ბატი ან იხვი შევწვათ ღუმელში, დავჭრათ ნაჭრებად. შინდის ჩურჩა დავალბოთ თბილ წყალში; დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში, ჩავყაროთ შიგ დამბალი გაწურული ჩურჩა, დავასხათ წყალი და ვადუღოთ; დუღილის შემდეგ ჩავაწყოთ შიგ დაჭრილი, შემწვარი ბატი ან იხვი და ერთად წამოვადუღოთ.
0