"სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა" - ანა ნაცვლიშვილი "სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა" - ანა ნაცვლიშვილი /> "/> " />


  12:42:36     23-07-2024

"სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა" - ანა ნაცვლიშვილი

17217243014.JPG

"სამართლებრივი აბსურდი და საქართველოს კონსტიტუციის გაუქმება", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც  პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

"გუშინ სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის საბჭოში 15 წევრიდან არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც დაიცავს მოქალაქის ინტერესებს და უფლებებს და არ იქნება ხელისუფლების და კლანის ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც კი არ ემეტებათ, რომ ამ ადგილას იჯდეს საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში უსამართლობების წინააღმდეგ. ეს არ არის ალბათ გასაკვირი იმ ხელისუფლებისგან და იმ სასამართლო კლანისგან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მთელ ქვეყანას უვადოდ მიუსაჯოს მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი. ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ასევე გუშინ, როდესაც წარმოუდგენელ, დრაკონულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე სასამართლოს ხელით მიღებულთან, როდესაც ხელისუფლება მზად არის, ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს და ათასობით სხვა ახალგაზრდას მომავალი წაართვას ამ ქვეყანაში, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი - გააუქმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, დისკრეციული უფლებამოსილება. ვერ იპოვით ქვეყანაში ერთ კვალიფიციურ იურისტს მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა. სასამართლომ გუშინ გააუქმა ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში და საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს სასამართლო სისტემაში და არ მოგაწოდოთ თქვენ, საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობები და დანაშაულები ხდება სასამართლო სისტემაში. სასამართლო კლანმა ამით ამავე დროს, საქართველოს სასამართლოში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს ასევე წაართვა შესაძლებლობა, რომ პრინციპული და სამართლიანი მოსამართლეების დამცველი ერთი ადამიანი მაინც იყოს 15 კაციან საბჭოში. აი, ასე იმართება დღეს ქვეყანა და ამას სურთ, რომ გადააყოლონ ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის ევროპულ კავშირში გაერთიანების შესაძლებლობა. აი, ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება და არა მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვისთვის. კარგი ამბავი აქ არის ის, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ვითმენდეთ მხოლოდ და მხოლოდ 3 თვე და 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შანსი, დაიბრუნონ სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს არის მიტაცებული კლანის და ივანიშვილის „ოცნების“ მიერ და დაიბრუნონ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ადამიანს უნდა ემსახურებოდეს და არა ხელისუფლების კომფორტს, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 


ავტორი: presa.ge