12:31:27     23-07-2024
"მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი" - მილერი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჩატარებულ ბრიფინგზე საქართველოში არჩევნების ჩატარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
მილერის განცხადებით, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება.
„ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, – თქვა მილერმა.