12:01:01     19-07-2024
"თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის უკრაინაში არ გაჩერდება"
"რუსეთი შორს არის ძალის ამოწურვისაგან და თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის უკრაინაში არ გაჩერდება" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ბრიტანელმა კანონმდებლებმა მას შეკითხვები ღაზას სექტორსა და უკრაინაში ომზე დაუსვეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბრიტანეთის ახალი მთავრობა, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საარტილერიო დანაყოფებს. მინისტრმა სხვა დეტალები აღარ დააკონკრეტა.