თბილისში მოტოციკლი პოლიციის მანქანას შეეჯახა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა თბილისში მოტოციკლი პოლიციის მანქანას შეეჯახა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა />


  11:55:58     19-07-2024

თბილისში მოტოციკლი პოლიციის მანქანას შეეჯახა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

1721375860bb.JPG

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მთავარ არხს" მოქალაქეები აწვდიან ინფორმაციას, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. არსებული ინფორმაციით, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. უცნობია შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.


ავტორი: presa.ge