ოკუპანტების მიერ გატაცებული თემურ ხომასურიძე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი ოკუპანტების მიერ გატაცებული თემურ ხომასურიძე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი />


  13:32:40     14-07-2024

ოკუპანტების მიერ გატაცებული თემურ ხომასურიძე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი

172094966289.jpg

საოკუპაციო ძალები ქართულ სოფლებში პროვოკაციებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას განაგრძობენ. შეიარაღებული ფორმიანების მიერ გორის მუნიციპალიტეტში გატაცებული, თემურ ხომასურიძე, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "მილიციის" წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

ადგილობრივების თქმით, 60 წლის კაცი მაშინ აიყვანეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. ოკუპანტები,  ისე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც თავად გადმოვიდნენ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ხომასურიძე წაიყვანეს. 

ინციდენტი სოფელ აძვში, მდინარე აძურასთან მოხდა. გატაცებულის თანასოფლელების თქმით, შეიარაღებული ოკუპანტები ძაღლებით, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მარტივად გადმოდიან, ხალხს უსაფრდებიან და იჭერენ. ასევე ამბობენ, რომ ამის გამო მათ უკვე მრავალი ნაკვეთი და სალოცავები დაკარგეს. 

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით თვითმხილველი უკვე დაკითხეს. მან პოლიციელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, გატაცებული ადამიანების დასაბრუნებლად ყველა ბერკეტია ამოქმედებული. ამ დროისთვის, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, მხოლოდ ცხინვალის ციხეში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება.


ავტორი: presa.ge