"მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა" – ბაიდენი ტრამპზე "მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა" – ბაიდენი ტრამპზე /> "/> " />


  13:13:28     14-07-2024

"მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა" – ბაიდენი ტრამპზე

1720948519rrr.JPG

"მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს," - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა და პენსილვანიაში, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

"მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეხვედრაზე სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც აქციაზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. მე და ჯილი მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ის უსაფრთხოდ მიიყვანეს. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ის," - განაცხადა ბაიდენმა. 


ავტორი: presa.ge