პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ />


  13:04:25     14-07-2024

პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ

1720947973hhhh.JPG

პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მის გამოსვლაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს. 

მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ასევე ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს ამ საზარელი ფაქტის პირველადი რეაგირებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და შემოწმებას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ", - განაცხადა მისმა სპიკერმა. 

"ძალადობა, რომელიც მიმართულია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკურ ლიდერზე, აბსოლუტურად მიუღებელია“, - ამის შესახებ კი X-ზე პენსილვანიის გუბერნატორმა, ჯოშ შაპირომ დაწერა.


ავტორი: presa.ge