შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის,  მიიღონ სწავლის 100პროცენტანი ან ნაწილობრივი  დაფინანსება საქართველოს ბანკისგან შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100პროცენტანი ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს ბანკისგან />


  20:30:26     12-07-2024

შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100პროცენტანი ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს ბანკისგან

1720801848Relise_1920x1080.jpg

20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და 160-ზე მეტი სტიპენდიატი - საქართველოს ბანკმა სულ რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, ნიჭიერ სტუდენტებს შეუძლიათ.  ამისათვის, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრება. სტიპენდიატების გამოსავლენად კი კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ აბიტურიენტებსაც.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„საქართველოს ბანკში ჩვენი პრიორიტეტი განათლებაა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და 120 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, აბიტურიენტისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებს. ჩვენს პორტფოლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა კი სწორედ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც უკვე ვთანამშრომლობთ 20-მდე უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ კიდეც 160-ზე მეტი სტიპენდიატი. პარტნიორებისა და გამარჯვებულების რიცხვი მუდმივად იზრდება. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი სტუდენტისთვის გავხდით განათლებას ხელმისაწვდომს და მივცემთ მათ მოტივაციას, არ გაჩერდნენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება. პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების გასაცნობად კი გადადით ბმულზე: csr.bog.ge

 

 

 

 


ავტორი: R