18:02:03     12-07-2024
"ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს:
"ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შემოიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველებს შეუძლიათ ხმა მისცენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და დააბრუნონ თავიანთი ქვეყანა [ევროატლანტიკური ინტეგრაციის] გზაზე.
თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარჩეს ერთიანი და ერთგული ქართული ქარტიის მიმართ", – აცხადებს კუბილიუსი.