"არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხისთვის, რათა დაეხმარონ ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას"- კუბილიუსის წერილი "არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხისთვის, რათა დაეხმარონ ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას"- კუბილიუსის წერილი /> "/> " />


  17:53:29     12-07-2024

"არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხისთვის, რათა დაეხმარონ ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას"- კუბილიუსის წერილი

1720792629kubiliusi-1.jpg

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობასთან ერთად ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება. მისი თქმით, ქართველ ხალხს გადამწყვეტი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ამ გზაზე დააბრუნოს ოქტომბრის არჩევნებზე ექნება.

კუბილიუსი წერს, რომ "როგორც საქართველოს და მისი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მტკიცე მხარდამჭერი",  ულოცავს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ოპოზიციურ პარტიებს ბოლო ინიციატივებს.

"ეს ინიციატივები - განხორციელების შემთხვევაში - დააბრუნებს საქართველოს რეალური დემოკრატიულ გზაზე, ოლიგარქიული ტყვეებისგან თავისუფალ გზაზე და ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ახლა ევროკავშირის მიერ შეჩერებულია "ქართული ოცნების" მთავრობის ანტიევროპული ქმედებებისა და პოზიციების გამო. 

ამ დროისთვის აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობასთან ერთად ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება. ამიტომ, საქართველოს პარლამენტის მოახლოებული ეროვნული არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ქართველი ამომრჩევლისთვის ამ დაბრუნების უნიკალურ და გადამწყვეტ შესაძლებლობად იქცევა. ეს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მომავალი ხელისუფლებიდან გარიცხავს.

იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პროევროპული ოპოზიცია არჩევნებზე უნდა მივიდეს ერთიანი, მკაფიო და შეთანხმებული დღის წესრიგით, თუ როგორ უნდა განთავისუფლდეს ქვეყანა ოლიგარქიული დაპყრობისგან, კრემლის გავლენისგან და როგორ დააბრუნონ ქვეყანა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების განხორციელების ამბიციურ გზაზე", - ნათქვამია წერილში.

კუბილიუსი საუბრობს პრეზიდენტის ინიციატივით შექნილ "ქართულ ქარტიაზე", რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა და ბრიუსელში ხელმოწერილ "ერთიანობის დეკლარაციაზე".

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არამარტო გამოაცხადეს პოლიტიკური ერთობა, არამედ აიღეს პასუხისმგებლობა საქართველოს განსხვავებული მომავლისთვის აუცილებელი ამ ერთიანობის პრაქტიკული განხორციელებაზე. 

"ოპოზიციის ასეთი სერიოზული დამოკიდებულება "ერთიანობის დეკლარაციით" ნაკისრი ვალდებულებების მიმართ, დამატებით იმედს აჩენს, რომ ორი გაერთიანებული ბლოკი ასევე ერთგული დარჩება პირობისა, რომ არ შეუტიონ ერთმანეთს საარჩევნო კამპანიის დროს და დაიცავენ პოლიტიკური ეთიკის ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება, რადგან სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ყველა ჰიბრიდულ ხრიკს გამოიყენებს, რათა უთანხმოება მოახდინოს ოპოზიციის ერთიანობის დასანგრევად. [....] 

ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხისთვის, რათა დაეხმაროს ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პროევროპული ოპოზიცია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და "ქართული ქარტია" ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტები და პოლიტიკური ინსტრუმენტებია, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ქართველ ხალხს ამ ეგზისტენციალური მიზნების მიღწევაში", - წერია წერილში.


ავტორი: presa.ge