11:28:43     02-07-2024
თიბისის TechXplore ღონისძიება
თიბისი, USAID-თან პარტნიორობით, 3-6 ივლისს, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებას TechXplore-ს გამართვას.
TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, პროექტის ,,TBC X USAID -ტექნოლოგიური განათლებისთვის”, 150-მდე მონაწილე. ასევე, სფეროს ტექლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები.
ოთხი დღის განმავლობაში გუნდები, რომლებიც დაკომპლექტდებიან ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეების მიხედვით, ლექტორ-მენტორების ჩართულობით, იმუშავებენ იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტილებაზე მუშაობა იქნება.
TechXplore-ის მეოთხე დღეს გაიმართება გუნდების ინოვაციური ტექიდეებისა და პროექტების წარდგენა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. საპრიზო ფონდი მოიაზრებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის ექვივალენტ აქციებს.
TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობენ ტექგუნდის წევრები როგორც თიბისიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან - Space, თეგეტა და Spectre, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან დაჯილდოების პროცესში და გამარჯვებულებს გადასცემენ სიმბოლურ საჩუქრებს.
TechXplore-ის მასპინძელია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი.