ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტი საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე აღმზრდელისგან – მცირეწლოვანს ექსპერტიზა უტარდება ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტი საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე აღმზრდელისგან – მცირეწლოვანს ექსპერტიზა უტარდება />


  02:00:39     01-07-2024

ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტი საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე აღმზრდელისგან – მცირეწლოვანს ექსპერტიზა უტარდება

1719784985hjk.JPG

ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება, - სცემა თუ არა ქუთაისში მე-4 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი, ამას ახლა სამართალდამცველები არკვევენ.

მოზარდის ოჯახი ირწმუნება, რომ მცირეწლოვანს ცემის კვალი სხეულზე ეტყობა. ბავშვის საცხოვრებელი სახლი და ბაღი ერთმანეთის გვერდით არის. ოჯახის თქმით, მათ მოზარდის განწირული ხმა გაიგეს, მალევე ბაღში გადავიდნენ და ატირებული ბავშვი დაინახეს. ის სახლში მაშინვე წამოიყვანეს, რა დროსაც დედამ მცირეწლოვანის სხეულზე ცემის კვალი შენიშნა.


ავტორი: presa.ge