"EU-სკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა" – თინა ბოკუჩავა "EU-სკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა" – თინა ბოკუჩავა /> "/> " />


  01:51:47     01-07-2024

"EU-სკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა" – თინა ბოკუჩავა

1719784463bokuchava-nm2.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა. 

პლენარულ  სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში. ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ადამიანის უფლებათა კუთხით.  

ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მისი განცხადებით, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა. 

"რუსეთის ოკუპაცია საქართველოში გრძელდება. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გატაცებები, უკანონო დაკავებები და მკვლელობები. ასევე იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, განათლების უფლება და კერძო საკუთრების უფლება.
 
სამწუხაროდ, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას. ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზება", – განაცხადა ბოკუჩავამ. 


ავტორი: presa.ge