თურქეთის რამდენიმე რეგიონში ტყის ძლიერი ხანძრებია თურქეთის რამდენიმე რეგიონში ტყის ძლიერი ხანძრებია />


  01:42:02     01-07-2024

თურქეთის რამდენიმე რეგიონში ტყის ძლიერი ხანძრებია

1719784289kkkk.JPG

თურქეთში გუშინ გაჩენილი ტყის ხანძრები, ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ განაცხადა.

მინისტრმა იზმირ სელჩუკში, მენდერესსა და ბალიქესირ სუსურლუქში გაჩენილ ხანძრებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მენდერესში ცეცხლმა 150 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა, სელჩუკში კი 350 ჰექტარი.

მინისტრ, იუმაკლის თმით, ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია და ბრალდებულებიც უკვე დააკავეს.  გამოძიება გრძელდება.


ავტორი: presa.ge