18:17:02     26-06-2024
"რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა" – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა და ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერს.
"ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს... ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის," - განაცხადა ზახაროვამ.