კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა  40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია />


  14:34:38     21-06-2024

კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

1718966144Relise_825x465.jpg

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, II – XII კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ინგლისურში (11215 მონაწილე), ქართულსა (11026 მონაწილე) და მათემატიკაში (17407 მონაწილე) ეჯიბრებოდნენ. ჯამურად, ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო.

კონკურსის შედეგად ყველა საგნის საკლასო კატეგორიაში 3-3, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა.

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მოსწავლეებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად და საკუთარი თავში ახალი უნარების აღმოსაჩენად კი არაერთ ოლიმპიადას ვუჭერთ მხარს. კინგსის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად იმართება. გაზაფხულის სეზონში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

კინგსის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია csr.bog.ge-ზე.


ავტორი: R