თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება ჩატარდა თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება ჩატარდა />


  10:44:11     21-06-2024

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება ჩატარდა

1718952332ტექ-ივენთი-განათლება-ივნისი-2024.jpg

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“ გაიმართა.

კონფერენციაზე თიბისის ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების გუნდის ლიდერმა, ლაშა ფანცხავამ ისაუბრა თემაზე  - “ხელოვნური ინტელექტი და მის გამოყენება საბანკო სექტორში”.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო თიბისის ვორქშოპი, სადაც მონაწილეებმა პირადად გამოცადეს, თუ როგორ იქმნება და გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა მიმართულებებით.

კონფერენციის მიზანი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა; ქართული ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულებით შექმნილი პროდუქტების გაცნობა და მათი ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა გახლდათ.

კონფერენცია ჩატარდა AI Lab-ის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით.

თიბისი მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაზე. თიბისის არსებობის 31 წლის განმავლობაში, მრავლადაა ისეთი საავტორო და მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება.

 


ავტორი: R