Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში />


  20:40:56     17-06-2024

Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში

1718642496825x465.png

Global Finance-ის გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა 22 წელია ყოველწლიურად საუკეთესო კასტოდიან ბანკებს ავლენს მსოფლიოს 7 რეგიონსა და 83 ქვეყანაში. რედაქციამ საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდოს გამარჯვებულების გამოსავლენად Global Finance-ის რედაქციამ შეაგროვა და გააანალიზა 2023 წლის მონაცემები; შეფასების პერიოდში კი ეყრდნობოდნენ ბაზრის დეტალური კვლევის შედეგებსა და ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშებს. ამასთან, აპლიკანტების საქმიანობის ეფექტურობის გასაზომად შეიმუშავეს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის: მომხმარებლის კმაყოფილება, სერვისის ხარისხი,  ტექნოლოგიური პლატფორმები, ბიზნესის მდგრადობის გეგმა, ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები და სხვა.

„კასტოდიან ბანკები დღეს ციფრულ ტრანსფორმაციასა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან, ამის პარალელურად კი ცდილობენ შექმნან ისეთი სერვისები, რომლებიც შესაბამისობაში მოვა მარეგულირებელთა მოთხოვნებთან და მომხმარებელთა მოლოდინებთან. აქედან გამომდინარე, Global Finance-ის საუკეთესო კასტოდიან ბანკის ჯილდო ისეთ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რათა გააუმჯობესონ გლობალური დაფარვა და ინდუსტრიის ოპერაციული ეფექტურობა“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სერვისები, რომელიც მათ ინოვაციურ საბანკო გამოცდილებას შესთავაზებს. ამისათვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ უკვე არსებული და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად კომფორტული სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.

 

ინფორმაციისთვის, კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.


ავტორი: R