ხაბეიშვილი: "ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, ვიდეოში ჩანს პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტებს" ხაბეიშვილი: "ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, ვიდეოში ჩანს პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტებს" /> "/> " />


  16:51:40     04-06-2024

ხაბეიშვილი: "ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, ვიდეოში ჩანს პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტებს"

17175055762.JPG

ენმ-ის თავმჯდომარე პარტიის ოფისზე თავდასხმის ღამეს გადაღებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია 10-ობით ავტომობილით დატოვეს და ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააცილა: 

ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, "იდეალის" საპარკინგე სივრციდან.  ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ. 

 მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი  არ დაუკავებიათ ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ." – წერს ხაბეიშვილი


ავტორი: presa.ge