საქართველოს ბანკმა ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკმა ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გამართა />


  14:22:16     04-06-2024

საქართველოს ბანკმა ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გამართა

1717496623Relise_865x465.jpg

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეობის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების სერიას რეგულარულად ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და  EFSE Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით, თანამედროვე გაყიდვების ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც Flowmaster-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

2-დღიან შეხვედრაზე დამსწრეები თანამედროვე გაყიდვების მთავარ მიმართულებებსა და ინსტრუმენტებს, ასევე თანამედროვე მოლაპარაკების ინსტრუმენტებს გაეცნენ.

 „ჩვენთვის, ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. გაყიდვები ბიზნესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, ამ და სხვა მოთხოვნადი საკითხების შესახებ მეწარმეებს ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერ ღონისძიებების ციკლს და ამჯერად მათ ბათუმში შევხვდით. ქალი მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, ცოდნის გაზიარების გზით კი ჩვენ ხელს ვუწყობთ უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკის გაძლიერებას, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

 


ავტორი: R