გაამრავლე ერთი ასად - საქართველოს ბანკმა აგრობიზნესის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო გაამრავლე ერთი ასად - საქართველოს ბანკმა აგრობიზნესის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო />


  12:05:18     23-05-2024

გაამრავლე ერთი ასად - საქართველოს ბანკმა აგრობიზნესის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

17164515655_RELEASE_825x465.jpg

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებლებისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესებისთვის, ბანკმა ახალი კამპანია - „გაამრავლე ერთი ასად“ წამოიწყო და აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა.

ნებისმიერი პროფილის აგრობიზნესს შეუძლია საკუთარ მიზნებზე, გრაფიკსა და შემოსავლებზე მორგებული აგროსესხით ისარგებლოს.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი სპეციალურ პირობებს აწესებს კონკრეტული მიზნობრიობისა და მიმართულების რამდენიმე აგრო სესხზე. მათ შორისაა:

მრავალწლიანი კულტურების დაფინანსება:

თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, გაქვთ აგრარული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და გჭირდებათ დაფინანსება ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, მსხლის ბაღების, გარგარის, ატმისა და ვაშლატამის  გაშენების ან მოვლა-პატრონობისთვის, საქართველოს ბანკში აგროდაფინანსების მიღება შეღავათიანი პირობებით შეგიძლიათ. თანხის მიღების შემთხვევაში,  სესხის ძირზე 36-დან 48 თვემდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ სესხის ძირის დაფარვა მოსავლის აღების შემდეგ იწყება, 3-4 წლის განმავლობაში კი ბაღის მოვლასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფინანსებასაც შეძლებთ.

ერთწლიანი კულტურების დაფინანსება:

თუ ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა ერთწლოვანი კულტურების დასათესად ან მოსაყვანად დაფინანსება გჭირდებათ, 10 000-დან 100 000 ლარამდე თანხის მიღებას შეძლებთ. ამასთან ერთად, შეგიძლიათ 12 თვის განმავლობაში 9%-იანი სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლოთ.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება:

თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა გსურთ, აგროსესხის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა  შეგიძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთის  ნაწილს (8%-ს) სახელმწიფო დაფარავს.

მარნების დაფინანსება აგროტურიზმის განვითარებისთვის:

თუ ტურისტული ბიზნესი გაქვთ, მაგალითად, საოჯახო ან სხვა ტიპის სასტუმრო, და გასტრონომიული მიზნით სტუმრებს ხშირად მასპინძლობთ, აგროსესხს შეღავათიანი პირობით მიიღებთ, რაც წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 11%-ის ოდენობით სახელმწიფო თანადაფინანსებით სარგებლობას გულისხმობს.

იონჯის მოყვანა:

თუ  მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის, იონჯის, დასათესად, მოსაყვანად და მოვლა-პატრონობისთვის თანხა გჭირდებათ, აგროსესხს შეღავათიანი პირობებით მიიღებთ. ამისათვის საჭიროა გქონდეთ აგრარული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და მიწის ნაკვეთი (მინიმუმ 8 ჰექტარი),

 „საქართველოს ბანკი მუდმივად იკვლევს და ისმენს სხვადასხვა სეგმენტის ბიზნესის საჭიროებებს. შედეგად, ბიზნესს მათ ინტერესებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი პირობებით, მათ შორის სუბსიდირების შესაძლებლობებით თუ სესხის დაფარვის მოქნილი გრაფიკით, ჩვენ ხელს ვუწყობთ აგრობიზნესის განვითარებას, მათი პროდუქტიულობის ზრდას და აგრომეურნეობის დაწყების სტიმულირებას. კამპანიის მთავარი მესიჯი „გაამრავლე ერთი ასად“ შესანიშნავად გამოხატავს ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას იმ ბიზნესებისადმი, რომლებიც არ ჩერდებიან, ეძებენ რესურსებს და გზებს გაფართოების, გაძლიერებისა და ზრდისთვის. რაც მთავარია, ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ფერმერებს“, - აცხადებს ალექსანდრე მელქაძე, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი აგრობიზნესის დაფინანსების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, ისარგებლეთ აგროსესხით და გაამრავლეთ ერთი ასად.

ინფორმაციისთვის, აგროსესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.5%-დან არის.

 

 


ავტორი: R