Valtra - შესაძლებლობა ქართული აგროსექტორის გაძლიერებისთვის Valtra - შესაძლებლობა ქართული აგროსექტორის გაძლიერებისთვის />


  12:01:29     23-05-2024

Valtra - შესაძლებლობა ქართული აგროსექტორის გაძლიერებისთვის

1716451387mt.jpg

საქართველოს ნაყოფიერ მიწებზე, სადაც სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ საარსებო წყარო, არამედ ცხოვრების წესი და ტრადიციაა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა ფერმერების ცხოვრებას გაამარტივებს და გააუმჯობესებს. ამაში კი ცნობილი ფინური კომპანიის, Valtra-ს ტრაქტორები, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა აგრი“  წარმოადგენს, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

რატომ გირჩევთ Valtra-ს? პირველი მიზეზი გამოცდილება და ისტორიაა. კომპანია ფინური Valmet-ისა და შვედური Volvo BM-ის შთამომავალია და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მიწის დამუშავების არაერთი ხერხი შეისწავლა. 

მეორე — ინოვაციურობა და ხარისხია. სწორედ გამოცდილებამ მიიყვანა Valtra თანამედროვე მიდგომებამდე და მოახერხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევოლუციის წინა ხაზზე დარჩენა. შედეგად, მათი ტექნიკა საიმედოობისა და გამძლეობის სინონიმად იქცა

და მაინც, თუ გაქვთ კითხვა, რაში გამოადგება ის ქართველ ფერმერს, უფრო დეტალურად განვიხილოთ. Valtra-ს ტრაქტორები ისეა აწყობილი, რომ სხვადასხვა კლიმატს გაუძლოს და რთულ პირობებში მაქსიმალური ეფექტურობა უზრუნველყოს. მას შეუძლია ნავიგაცია უხეშ რელიეფზე და ასეთივე წარმატებით ამუშავებს ვრცელ მინდვრებს, თან დავალებების შესრულებისას ზუსტია. 

ცნობილია ძლიერი ჰიდრავლიკური სისტემითაც და გამართულად, საიმედოდ მუშაობს. ასევე, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული და დამატებითი მოწყობილობების სიმრავლით გამოირჩევა. 

Valtra-ს ტრაქტორები AGCO Power-ის ძრავებითაა აღჭურვილი, რაც, ენერგიის ოპტიმალურ მიწოდებასთან და საწვავის ეფექტურად გამოყენებასთან ერთად, მაქსიმალურ პროდუქტიულობასა და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებასაც ნიშნავს. ამიტომ ამ ტექნიკას კუნთებისა და ინტელექტის ერთობლიობადაც მოიხსენიებენ, ან მანქანად, რომელსაც ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია

კომპანიის ინოვაციურობა მხოლოდ ტრაქტორების გაუმჯობესებით არ შემოიფარგლება და ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად იმუშაონ. მათ სისტემაში გაწერილია სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების ვალდებულება და, ალბათ, ამიტომაც უბრალოდ ტექნიკას არა, ფერმერების პარტნიორებს უწოდებენ. მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და ავტომატიზაციით, Valtra-ს ტრაქტორები უზრუნველყოფს ოპტიმიზაციასა და ხარჯების შემცირებას.

კომპანია არ ივიწყებს მდგრადობის მნიშვნელობასაც — განახლებადი საწვავის გამოყენებით ცდილობს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მწვანე მომავალს. უფრო მეტიც, Smart Farming-ის გადაწყვეტილებები ფერმერებს საშუალებას აძლევს,ქიმიური ნივთიერებების გამოყენება შეამცირონ და რესურსები სწორად გაანაწილონ. 

Valtra-ს ტრაქტორებმა სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო ხარისხის, დიზაინის, კომფორტის მაღალი დონისა და ეფექტურობის გამო. როგორც მიმომხილველები ამბობენ, მთავარი ეს არ არის. ისინი ხაზს უსვამენ დროთა განმავლობაში გაუმჯობესებული ძრავების ფუნქციებს, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ, მრავალმხრივ და გლუვ გადაცემათა კოლოფს.

საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტში, რომელიც ხეობებს, მინდვრებსა და მთის ფერდობებსაც მოიცავს, Valtra-ს მრავალფუნქციურობა განსაკუთრებით საინტერესო და გამოსადეგია. სხვადასხვა რელიეფზე ნავიგაციის უნარით, ეს ტრაქტორები ეფექტურია კულტურების ფართო სპექტრის მოსაყვანად. 

 

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, „Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-ი. „თეგეტა აგრის“ „Fendt”-ისა და „Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია„AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.


ავტორი: R