"რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია" - ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსის გაზრდილ შემთხვევებზე "რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია" - ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსის გაზრდილ შემთხვევებზე /> "/> " />


  00:04:02     22-05-2024

"რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია" - ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსის გაზრდილ შემთხვევებზე

1716321946koronavirusi, koronavrusi, saavadmyofo.jpg

ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში. არსებულ ვითარებაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, სრულად არის შევსებული ქვეყნის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი.

"ბოლო კვირის მაჩვენებელი, რასაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 28%-ს, ანუ ყველაზე მეტად გავრცელებულს წარმოადგენს სწორედ გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი B ტიპი, რაც კლინიკურადაც აისახება პაციენტების ნაკადში. ბავშვები, რომელთაც აქვთ რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურით, ხველით, სხვადასხვა გართულებებით - მათ შორის, ფილტვების ანთების სახით ჯერ კიდევ არიან კლინიკაში.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გაშლილი და ოცდახუთივე საწოლი დღეს არის დაკავებული, ანუ, მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, მაღალ დონეზე რჩება," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.


ავტორი: presa.ge