23:18:41     02-05-2024
"დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს" – გიორგი ქოჩორაშვილი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციას ეხმაურება:
"თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!", - წერს ქოჩორაშვილი.