16:58:03     12-04-2024
"იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ" - ოლაფ შოლცი კობახიძეს
"იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ... საქართველოს არ სჭირდება ასეთი კანონები", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძესთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
ჩვენ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, იმ კანონთან მიმართებით, რომელიც უცხოური გავლენის სფეროებს შეეხება. მას შემდეგ, რაც ის შეჩერდა, იმედი გვქონდა, აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში, ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს კრიტიკულ პოზიციას, ჩვენსასაც და საქართველოს მოსახლეობისასაც... თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები..., - ამბობს შოლცი.