საქართველოს ბანკის საბანკო ნაკრები L გაუმჯობესდა - ისარგებლე კიდევ უფრო მეტი უპირატესობით საქართველოს ბანკის საბანკო ნაკრები L გაუმჯობესდა - ისარგებლე კიდევ უფრო მეტი უპირატესობით />


  11:34:36     02-04-2024

საქართველოს ბანკის საბანკო ნაკრები L გაუმჯობესდა - ისარგებლე კიდევ უფრო მეტი უპირატესობით

1712043479825x465.png

საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიზნით, ბანკმა საბანკო ნაკრები L-ის პირობები გააუმჯობესა და საბანკო ტრანზაქციების შესრულებისას საკომისიოების დაზოგვასთან ერთად, მეტი უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.

ნაკრები საქართველოს ბანკის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობაა და შესაძლებლობას გაძლევს, დაზოგო თანხა, რადგან იხდი მხოლოდ ნაკრების ღირებულებას და მასში შემავალი პროდუქტებითა და სერვისებით უფასოდ სარგებლობ. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სხვადასხვა საჭიროების მიხედვით განსხვავებულ ნაკრებს - S, M და L ნაკრებს სთავაზობს.

განახლებული პირობები კი L პაკეტს ეხება და იგი სამ უპირატესობას აერთიანებს. ამიერიდან, მხოლოდ L ნაკრების მფლობელები:

  • მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას PLUS ქულებით გადახდისას. ფასდაკლება იმოქმედებს PLUS ქულებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ აქციებზეც (ჯამური ფასდაკლება მაქსიმუმ 50%-მდე);
  • დააგროვებენ 2-ჯერ მეტ PLUS ქულას AmEx PLUS ბარათით გადახდისას სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. ამით ექნებათ შესაძლებლობა, გაორმაგებით ყოველთვიურად მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა მიიღონ;
  • ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან სადებეტო ბარათით თანხის გამოტანას 10 000-ლარიანი დღიური ლიმიტით შეძლებენ.

საბანკო ნაკრების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრე საქართველოს ბანკის ვებგვერდს, მის გასააქტიურებლად კი ეწვიე საქართველოს ბანკის მობილბანკს ან ინტერნეტბანკს.

 


ავტორი: R