საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა />


  14:08:58     18-03-2024

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

1710756565Relise_865x465.jpg

 

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას" ახორციელებს. 12-15 მარტს პროგრამის მონაწილეებისთვის ინტენსიური საგანმანათლებლო ტრენინგები გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეები  ბიზნესის მართვის საკითხებს გაეცნენ.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადში 15 ქალი მეწარმე მონაწილეობდა. ოთხდღიან ტრენინგებზე მათ დარგის ექსპერტებისგან სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, მათ შორის გაიგეს მეტი დეტალი ელ.კომერციის, გაყიდვების, გუნდის და ფინანსების მართვის, ადამიანის უფლებების, კომუნიკაციების და სხვა საკითხების შესახებ.

პროექტის მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ექსპერტებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Businesscourse.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მონაწილეებს მეწარმეობის საწყისებს, საბაზისო ციფრულ რესურსებს და ეფექტიან კომუნიკაციას აცნობს.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 360°-იან მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტია და ოთხ ღირებულებას ეფუძნება. ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.

პროგრამა ჯამში 200 ქალი მეწარმის მხარდაჭერას ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, საწარმოს განვითარებისთვის საჭირო ფინანსები საგრანტო კონკურსში მონაწილეობით მოიპოვონ. რაც მთავარია, მონაწილეები პროგრამის დახმარებით ახალ პროფესიულ კონტაქტებს და გამოცდილებას იძენენ.

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც მცირე მეწარმეების განვითარებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით კი მხარში ვუდგავართ ქალ მეწარმეებს, რადგან ისინი, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე, ხშირად, დამატებით ბარიერებს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ვქმნით მეწარმე ქალების განვითარების პროექტს და 200 ინოვატორ და მიზანდასახულ ქალს ვაძლევთ ცოდნის მიღების, სასარგებლო კონტაქტების დამყარების, ფინანსური რესურსების მოპოვების და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასაც, რაც არა მხოლოდ მეწარმე ქალებს, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს  გაუმარტივებს საქმიანობას“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

გაიგეთ მეტი მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაზე ამ ბმულიდან და თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებს ბიზნესისთვის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.

 


ავტორი: R