SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ />


  13:55:18     18-03-2024

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

1710755901აჩი და შოთი არველაძეები - 825x465.png

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა“.

“ფეხბურთის გულშემატკივარ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთი არველაძეს და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, Arveladze Foundation-ის დამფუძნებელს აჩი არველაძეს მოუსმინოს”.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადების პროცესზე მოუყვებიან - გააცნობენ, თუ როგორ ემზადებიან სპორტსმენები თამაშებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მათ წარმატებას ან წარუმატებლობას, რა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი მენეჯერისა და მოთამაშის მხრიდან მნიშვნელოვანი მატჩების წინ.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. 21 მარტს გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები,  ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს.

26 მარტს გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი საქართველოს ბანკია.

შეხვედრა 19 მარტს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე SOLO ლაუნჯში გაიმართება   (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, 29).

 

 


ავტორი: R