კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – სასამართლომ მას 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – სასამართლომ მას 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა />


  23:03:02     15-02-2024

კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – სასამართლომ მას 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

1708023852flight_delay_08.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2006 - 2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს, - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის ავრცელებს. 

დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. 

"დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.  გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად," - ვკითხულობთ განცხადებაში. 


ავტორი: presa.ge